ღაზის სექტორი-1,5 მილიონიანი ციხე
პალესტინაში, 2006 წელის თებერვალში  ჩატარებული არჩევნების  შემდეგ, ისრაeლმა ღაზaს სექტორში მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების განხორციელება დაიწყო. 2007 წელს ღაზaს სექტორი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბლოკადაში მოექცა, შეიზღუდა სასიცოცხლო და სავაჭრო საქონლის შეტანა,  რამაც სიტუაცია, კიდევ უფრო, გამძაფრა. ღაზaს სექტორში 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წლის იანვარში, 22 დღის განმავლობაში,ისრაელის მიეერ განხორციელებული მაშტაბური საჰაერო ოპერაციების შედეგად, განადგურებულ იქნა ყველა სასიცოცხლო ობიექტი, გადაიწვა ნათესები, დაინგრა და მიწასთან გასწორდა  სკოლები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილები.   ღაზის სექტორში 1,5 მილიონი პალესტინელი ღია ცის ქვეშ, ბლოკადაში დარჩა. მათი 72% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ამათგან ნახევარი ბავშვია, რომელთა 10% ფიზიკურად ვერ ვითარდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ სიტუაციას აუტანელად მიიჩნევს.


მსოფლიოს სინდისი ამ ფლოტში გაერთიანდა
2010 წლის მაისში ექვსმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ İHH İnsani Yardım Vakfı, Free Gaza Movement, European Campaign to End the Siege on Gaza, Ship to Gaza Greece, Ship to Gaza Sweden ve The International Committee to Lift the Siege on Gaza- ღაზaს სექტორისთვის შემოწირულობებით შეგროვილი 6000 ტონა ჰუმანიტარული დახმარებით ფლოტი შეიქმნა, რომელზეც ჰუმანიტარული ტვირთის გარდა, გერმანიის, კუვეიტის, ისრაელის, ირლანდიის, შვედეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მაროკოს, იემენის, ეგვიპტისა, ალჟირის,  სულ კი 37 სახელმწიფოდან 750 აქტივისტი იმყოფებოდა, მათ შორის 15 პარლამენტის წევრი, 60-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი, ხელოვანი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურიატი.


ისრაელმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა
30 მაისს 6 გემი-Defne, Gazze I, Eleftheri Mesogios, Sfendoni, Challenger 1, Mavi Marmara-კვიპროსის წყლებში შეხვდა ერთმანეთს და 31 მაისს, დილის საათებში, როგორც კი გეზი ღაზის სექტორისაკენ აიღეს,  ისრაeლის არმიის 4 ფრეგატის, 3 ვერტმფრენის, 2 წყალქვეშა გემისა და 30 ზოდიაქოს ნავის ალყაში მოექცნენ. დილის 4:32 ღაზaს სანაპიროდან 73 მილის მოშორებით თავისუფალ საერთაშორისო წყლებში, საუკეთესოდ აღჭურვილმა ისრაელის არმია  სათაო გემ, Mavi Marmara-ზე  ავიდა და  პლასტიკური და ნამდვილი ტყვიებით ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს გაუხსნა, რის შედეგადაც  თურქეთის რვა და  ამერიკის ერთი მოქალაქე, სულ კი  9 უიარაღო  აქტივისტი დაიღუპა, 56  კი მძიმედ დაშავდა. გემზე შეწყდა პირდაპირი რეპორტაჟი, მაგრამ ისრაილს არმიამ ვერ შენიშნა, რომ პირდაპირ რეპორტაჟი მეორე მხრიდანაც ხორციელდებოდა, რის გამოც მთელი მსოფლიო ისრაელის გამანადგურებელი შეტევის მოწმე გახდა.


აქტივისტებს ხელ-ბორკილები დაადეს და ბაქანზე გაიყვანეს, არ მისცეს საჭმელ-სასმელი და საპირფარეშოში გასვლის უფლება, პირადი ნივთები კი ჩამოერთვეს. ისრაელის ტერიტორიაზე უნებართვოდ შესვლისთვის 750 აქტივისტი დააკავეს, გემები კი თელავივის მახლობლად აშდოდის პორტში გადაიყვანეს, პოლიციამ აქტივისტები ხელბორკილებით სათითაოდ ჩაიყვანა გემიდან, უსაფრთხოების მკაცრი კონტროლის ქვეშ ყველანი  გააშიშვლეს და რამდენჯერმე გაიჩხრიკეს, ფოტოსა და თითის ანაბეჭდები აუღეს, შემდეგ კი გადაიყვანეს  Beer-Sheva-ს ციხეში, მათ არ მიეცათ ტელეფონის გამიყენებისა და ერთმანეთთან ლაპარაკის უფლება.


აქტივისტები ინტენსიური დიპლომატიური კონტაქტებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით 2 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.


ყოველივე ეს, ანუ 31 მაისს Mavi Marmara-ზე მომხდარი, მხოლოდ მცირედი ანალოგიაა  პალესტინაში მიმდინარე მოვლენებთან შედარებით. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, დაკავება, გატაცება, დაპატიმრება, დაჭრა, შიმშილი, არანაირი ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ, მკვლელობები.


უკვე 63 წელია, რაც ადამიანები პალესტინაში ასე ცხოვრობენ...